
ახალი ამბები
ქართულმა და რუსულმა მხარეებმა გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენების საკითხი განიხილეს
5 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ და საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტის იდენტიფიკაციისა და მისი ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოსვენების საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
ზვიად გამსახურდიას საფლავს გასულ კვირას გროზნოში მიაკვლიეს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურების დახმარებით, თუმცა ნეშტის საბოლოო იდენტიფიკაციის მიზნით ექსპერტიზა ტარდება.