“ნაციონალურ მოძრაობას” ახალი გენერალური მდივანი ჰყავს

მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობა 29 დეკემბერს დეპუტატმა დავით კირკიტაძემ დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე შეცვალა.


აქამდე კირკიტაძეს ნაციონალურ მოძრაობაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა ეკავა. იგი ასევე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version