ცხინვალის რეგიონში შეტაკებას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა

ერთი ქართველი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 8 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად, იუწყებიან ქართული ოფიციალური წყაროები.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იტყობინება, რომ წინასწარი ინფორმაციით, შეტაკება ქართველ სამართალდამცველებსა და სავარაუდოდ კონტრაბანდისტებს შორის მოხდა სოფელ ნიქოზსა და ხეთაგუროვოს შორის.


ჯერ-ჯერობით უცნობია დეტალური ინფორმაცია შეტაკების თაობაზე. ოსურ მხარეს, ისევე, როგორც სამშვიდობო ძალების მეთაურობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version