სააკაშვილი აფხაზეთის აღმშენებლობზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ახალი პარკის გახნისას 23 აგვისტოს განაცხადა რომ უახლოეს მომავალში ასეთივე აღმშენებლობის პროცესი აფხაზეთის ტერიტორიაზეც უნდა დაიწყოს.


„ჩემს ცხოვრებას და არავის ცხოვრებას ბოლომდე აზრი არ ექნება თუ ჩვენ  ასეთივე წალკოტად და კიდევ უფრო მაგრად როგორც იქცევა ბათუმი არ ვაქცევთ უახლოეს ხანში ჩვენ ოჩამჩირეს, ჩვენს სოხუმს, ჩვენს ბიჭვინთას, ჩვენს გაგრას…იმიტომ რომ ეს არის ერთი და ყველაფერი უნდა იყოს ასეთი გალამაზებული“, – განაცხადა 23 აგვისტოს ბათუმში პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version