მთავრობამ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ფინანასთა მინისტრმა ალექსი ალექიშვილმა 23 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განასხილველად საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა.
 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 3,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. გადასახდელები – 3,8 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყარო – 432,9 მლნ ლარით.
 
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აღნიშნული ძირითადი საპროგნოზო პარამეტრები სავარაუდო ციფრებია, რომლებიც შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version