იტალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე ქართული გემი ჩაიძირა

“ევრონიუს“-ის და იტალიური საინფორმაციო სააგენტო AGI-ის ცნობით, ქართული სატვირთო გემი, რომელსაც 14,000 ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდა, 3 დეკემბერს იტალიის პორტ “ლა სპეზიას” მახლობლად კლდესთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა.


ეკიპაჟის ცამეტივე წევრი გადარჩა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაბინძურების თაობაზე განგაში გამოაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version