ახალი ამბები

ეროვნულ გმირს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

21 ნოემბერს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ეროვნულ გმირს ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაკრძალავენ.


საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ნეშტი პარიზიდან 75 წლის შემდეგ ჩამოასვენეს სამშობლოში. 20–21 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ეროვნული გმირის პანაშვიდი გაიმართა.


ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1922-24 წლებში საქართველოს ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი იყო და იგი საფრანგეთში დევნილობაში გარდაიცვალა.

Back to top button