გალში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 13 ნოემბერს ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა მას შემდეგ, რაც უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, იტყობინებიან ქართული და აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები.


“აფსნიპრესის“ ცნობით, გალის პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ინციდენტთან დაკავშირებით.


საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში “უსაფრთხოებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო, რასაც შესაძლოა ამ ნიადაგზე დაძაბულობის ესკალაცია მოყვეს“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version