პიტერ სტანო: ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს

1 აგვისტოს ესპანურ საინფორმაციო სააგენტო Europa Press-თან საუბრისას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერმა პიტერ სტანომ კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთება“ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირი საპასუხოდ ხელისუფლებისთვის დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს.

პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კანონი, რომელიც უკვე შევიდა ძალაში, „უკან გადადგმულ ნაბიჯს“ წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და დასძინა, რომ ევროკავშირმა უკვე შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან „გარდა იმ პირებისა, რომლებიც გამოსავლის გამოძებნას ცდილობენ“ და ახლა სამთავრობო სტრუქტურებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განიხილავს.

ევროკავშირმა უკვე გაყინა 30 მილიონი ევრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რომელიც ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გამოიყოფოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version