ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა

ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მესამე მედალი მოუტანა. იგი 100კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან ფინალში დამარცხდა და ვერცხის მედალი მოიპოვა.

ამ ეტაპისთვის საქართველოს სამი ოლიმპიური მედალი აქვს – ოქროს მედალი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, ხოლო ორი ვერცხლის მედალი ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ 28 სპორტსმენი გაგზავნა, მათ შორის შვიდი ქალი. 10 ქართველი სპორტსმენი, მათ შორის 3 ქალი, ძიუდოში ასპარეზობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version