საქართველომ პრესის თავისუფლების რეიტინგში უკან დაიხია

მედიის უფლებების დამცველი ჯგუფის “Reporters Sans Frontieres” (ჟურნალისტები საზღვრების გარეშე) მიერ გამოქვეყნებულ 2005 წლის რეიტინგში, პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველოს 99-ე ადგილი უჭირავს. გასული წლის ანალოგიურ რეიტინგში საქართველოს 94-ე ადგილი ეკავა.


რეიტინგი განსაზღვრავს მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხს და ეფუძნება 2004 წლის 1 სექტემბრიდან 2005 წლის 1 სექტემბრამდე 167 ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს. მოხსენებაში არ არის მითითებული საქართველოს მაჩვენებლის დაცემის მიზეზები.


დსთ-ს ქვეყნებში მოლდოვას შემდეგ, რომელიც რეიტინგში 74-ეა, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მეორე ადგილს იკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version