საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში რობერტ სიმონსი 24 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა.


ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობა.


რობერტ სიმონსი, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბერს დატოვებს,  შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

25 ოქტომბერს რობერტ სიმონსი დაესწრება საქართველოში “ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის” გახსნას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version