სასამართლომ “კონსერვატორების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “კონსერვატორების“ სარჩელი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე.


საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება კამპანია აწარმოონ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. თუმცა, სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია მოიშველია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური; ამრიგად, სასამართლომ არ მიიჩნია პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლად.


“კონსერვატორულმა პარტიამ“ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების სასარგებლოდ 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების წინ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version