ცხინვალის რეგიონში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

ქართული მედიის ცნობით, 2 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ბერულაში უცნობი პირების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ორი ქართველი მოქალაქე დაიჭრა.


ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ორი პიროვნება, რომელთაც ამ თავდასხმაში ედებათ ბრალი, თუმცა რამდენიმე ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. პოლიციის თქმით, დაკავებულები ეთნიკური ოსები არიან, რომლებიც ინციდენტის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

სამხრეთ ოსეთის მხარემ დაადასტურა ორი ოსი მოქალაქის დაპატიმრების ფაქტი და განაცხადა, რომ დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშროლები იყვნენ. თუმცა, სამხრეთ ოსეთის მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.


“ქართული პოლიცია შეეცადა დაეკავებინა სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლები, როდესაც ეს უკანასკნელები ქართულ სოფელ ერედვში იყვნენ გავლით. სროლის შედეგად ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააპატიმრეს, ორმა გაქცევა შეძლო“,– იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 3 ოქტომბერს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version