ცხინვალის რეგიონში სროლები დაფიქსირდა

19 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ერგნეთთან მომხადრი სროლის შედეგად ერთი ოსი მოქალაქე დაშავდა, იტყობინებიან ქართული და ოსური საინფორმაციო საშუალებები.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ცხინვალის სამხრეთით მდებარე მიდამოებს ქართული სოფლებიდან ერგნეთიდან და ნიქოზიდან გაუხსნეს ცეცხლი. ამავე ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო და 30 წუთი გაგრძელდა, რის შედეგადაც ერთი პიროვნება, გვარად დუდაევი დაიჭრა.


თუმცა, ქართველი სამართალდამცავების თქმით, ქართული პოლიციის ერგნეთის საგუშაგოს ცეცხლი ოსმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა გაუხსნეს. მათი თქმით, ეს პროვოკაცია იყო.


სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ ინციდენტი, რომელიც ქართული მხარის მიერ იყო პროვოცირებული, მიზნად ისახავდა 19-20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ჩაშლას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version