სამხრეთ ოსეთში გატაცებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ორი სამოქალაქო პირი 9 სექტემბერს მას შემდეგ გაიტაცეს, რაც რუსი სამშვიდობოების თანხლებით მიმავალ კოლონას დიდი ლიახვის ხეობაში ჩაუსაფრდნენ. 


ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა 9 სექტემბერს საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი მოქალაქე, ერთ-ერთი ოსი ეროვნების, გატაცებიდან მალევე გაათავისუფლეს.


თუმცა, ყურაშვილმა არ გაამხილა, როგორ გაათავისუფლეს მძევლები და ვინ იყვნენ გამტაცებლები. “მიმდინარეობს გამოძიება და არაფრის თქმა არ შემიძლია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მძევლები თავისუფლები არიან“, – განაცხადა ყურაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version