სააკაშვილი: იუშჩენკომ იცის როგორ მოიქცეს საჭირო მომენტში

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მიერ პრემიერ–მინისტრ იულია ტიმოშენკოს მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით.


“იუშჩენკოს ღირსება ისაა, რომ მან ზუსტად იცის, როგორ უნდა მოიქცეს გადამწყვეტ მომენტში… მე ურყევი რწმენა მაქვს მის მიმართ“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა 8 სექტემბერს ჟურნალისტებს.


მისი თქმით, საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის წარმატებასა და  სტაბილურობას. “ძლიერი უკრაინა ჩვენს სიძლიერეს ნიშნავს“, – დასძინა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა იუშჩენკომ პრემიერ–მინისტრს იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის მთავრობის დათხოვნის გადაწტვეტილება 8 სექტემბერს მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version