გორში ჟურნალისტზე თავდასხმა მოხდა

შიდა ქართლში გაზეთ “ახალი ვერსიის“ რეგიონულ ჟურნალისტს საბა ჩიჩიკაშვილს 6 სექტემბერს გორში უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.


ჟურნალისტმა ძარცვის მოტივი გამორიცხა, რადგანაც თავდამსხმელებს მისთვის არაფერი არ წაურთმევიათ. მისი თქმით, ეს იყო შურისძიება შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მისი კრიტიკული სტატიების გამო.


შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა დაგმო თავდასხმის ფაქტი და სამართალდამცავებს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოსთხოვა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version