ახალი ამბები

რუშაილო: ნატო–ს ბაზების განთავსება დსთ–ს ქვეყნების სუვერენული უფლებაა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) აღმასრულებელი მდივანი ვლადიმერ რუშაილო აცხადებს, რომ ნატო–ს ბაზების დსთ–ს ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგება თავად თანამეგობრობის ამა თუ იმ წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია, იტყობინება 31 აგვისტოს “ინტერფაქსი“.


“ნატოს ბაზების განლაგება ეს ამა თუ იმ ქვეყნის გადასაწყვეტი საკითხია“, მიიჩნევს ვლადიმერ რუშაილო და აქვე დასძენს, რომ “კონსულტაციების გამართვა საჭიროა“.


ამ ეტაპზე დსთ–ს აღმასრულებელი მდივანი არ ფლობს ინფორმაციას, თუ დსთ–ს რომელ სახელმწიფოებში შეიძლება განთავსდეს ნატო–ს ბაზები.

Back to top button