საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აბსურდული უწოდა ცხინვალის ხელისუფლებისა და ზოგიერთი რუსი დეპუტატის იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენებისთვის ემზადება.
„თურმე [ედუარდ] კოკოითს [სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი] ვლადიკავკაზში უთქვამს, რომ ქართული მხარე 15 სექტემბრისთვის აგრესიას ამზადებს; მსგავსი განცხადებები [ანდრეი ] კოკოშინმაც [რუსეთის დუმის დეპუტატი]. ეს არის აბსურდული განცხადებები. ჩვენ მოვამზადეთ სამშვიდობო გეგმა და ამ ბსურდული განცხადებების კეთებას უმჯობესი იქნება, რომ ამ სამშვიდობო ინიციატივებზე კონკრეტული წინადადებები მოგვაწოდონ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნოღაიდელმა, რომელიც 4 აგვისტოს კახეთის რეგიონს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)