საქართველოს მეორე რუსული სამხედრო ავტოკოლონა ტოვებს

11 მანქანისაგან შემდგარმა სამხედრო კოლონამ 3 აგვისტოს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარი გადაკვეთა და რუსეთში გადავიდა, იუწყება “რია ნოვოსტი“ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის მეთაურის მოადგილის ვლადიმერ ყუფარაძის სიტყვებზე დაყრდნობით.


ეს უკვე მეორე სამხედრო ავტოკილონაა, რომელმაც საქართველო რუსული ბაზების გაყვანის შეთანხმების საფუძველზე დატოვა. ეს მანქანები ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების თბილისის შტაბის საკუთრება იყო. ბათუმის სამხედრო ბაზიდან პირველმა კოლონამ ქვეყანა 1 აგვისტოს დატოვა.


ყუფარაძის განცხადებით, 5 აგვისტოსათვის დაგეგმილია ახალქალაქის რუსული ბაზიდან 9 სამხედრო მანქანის გაყვანა. მისი თქმით, შეიარაღების ნაწილს ბათუმის სამხედრო ბაზიდან ზღვით გაიტანენ.

30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების თანახმად, 1 სექტებრისათვის 40–მა ერთეულმა მძიმე ტექნიკამ, მათ შორის 20–მა ტანკმა უნდა დატოვოს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები. მთლიანად გაყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version