ივანოვი: რუსული კვალის ტერაქტებში ძიება “დამთრგუნავი სისულელეა”

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა მედიით გავრცელებულ ინფორმაციებს საზღვარგარეთ მოწყობილ ტერორისტულ აქტებში, მათ შორის თებერვლის გორის ტერაქტში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის შესაძლო მონაწილეობაზე “დამთრგუნავი სისულელე“ უწოდა.


რუს ჟურნალისტებთან საუბრისას ივანოვმა განაცხადა, “რუსეთის სამხედრო დაზვერვას, თუ დავუჯერებთ უცხოურ მედიას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოუვლია  უკრაინადა არჩევნების პერიოდში, ერაყი. შემდეგ გაჩნდა ცნობები საქართველოდანაც…ყველა ეს განცხადებები დამთრგუნავი სისულელეა“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version