სააკაშვილი მმართველ პარტიას აქებს და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

8 ივლისს მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა ერთობის შენარჩუნებისა და გასულ წელს უამრავ პრობლემასთან გამკლავებისთვის შეაქო.  


“ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელმაც აჭარის საკითხის გადაწყვეტა მოახერხა. ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელიც ცხინვალისა და დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის საკითხებსაც გადაწყვეტს“, განაცხადა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, “ჩვენ ერთობა უნდა შევინარჩუნოთ“.


ამავე დროს მან ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისა და კონსენსუსისკენ მოუწოდა. საპარლამენტო ოპოზიცია “ახალი მემარჯვენეებიდან“, “კონსერვატორებიდან“ და “რესპუბლიკური პარტიიდან“ პარლამენტის სხდომებს 1 ივლისიდან ბოიკოტს უცხადებს, მას შემდეგ რაც რუსთაველის მოედანზე მომხდარი ინციდენტის განხილვას პარლამენტში ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version