ოპოზიციამ “ხელისუფლების ძალადობის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

1 ივლისს ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისის ვერის ბაღში ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე რამოდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატათ “ხელისუფლების ძალადობის“ წინააღმდეგ.


ოპოზიციური პარტიების “ახალი მემარჯვენეების“, “კონსერვატორების“, “რესპუბლიკელების“ და “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს 30 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ “გადაჭარბებული ძალის“ გამოყენების გამო.


ოპოზიციის ლიდერებმა ორსაათიან აქციაზე განაცხადეს, რომ ისინი ხელისუფლების “არადემოკრატიული ქმედებების“ თავიდან აცილების მიზნით თავიანთი საქმიანობის კოორდინაციას მოახდენენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version