ივანოვი საქართველოდან ბაზების გაყვანისთვის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინებას ითხოვს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში იმ თანხების გათვალისწინება, რომელიც საქართველოდან ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას მოხმარდება, იუწყება 16 ივნისს “ინტერფაქსი“. თუმცა თანხების ზუსტი ოდენობა არ კონკრეტდება.


“[ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების] გაყვანა იქნება საკმაოდ რთული, როგორც მოცულობითი, ისე ვადების თვალსაზრისით“, აცხადებს ივანოვი.


საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 30 მაისის ერთობლივი განცხადება ბაზების გაყვანას 2005–2008 წლების განმავლობაში ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version