რუსეთმა სატანკო ქარხანა საქართველოს გადმოსცა

რუსეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 15 ივნისს ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც თბილისში განთავსებული რუსული სატანკო სარემონტო ქარხნის ქართული მხარისთვის გადმოცემის პროცესი დასრულდა.


15 ივნისს ამოიწურა ქარხნის გადმოსაცემად დაწესებული ბოლო ვადა, რაც მოსკოვში 30 მაისს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივი განცხადებით იყო განსაზღვრული. ერთობლივ განცხადებაში დეტალურადაა გაწერილი
რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის პროცესი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version