სააკაშვილი ბელორუსზე და საქართველოს დემოკრატიულ მისიაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარაშავაში დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე, სადაც ის ევროპის საბჭოს სამიტს დაესწრო, განაცხადა, რომ საქართველო, თავისი დემოკრატიული მისიიდან გამომდინარე, ვალდებულია ბელორუსში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბროს.


“ადრე იყო დაუწერელი წესი, რომ დსთ–ის სივრცის ქვეყნები ერთმანეთზე არ ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ წესებს პატივს ვცემთ და ვთანამშრომლობთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი წესი დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაა. ეს არის პრინციპული, წმინდა ქართული პოზიცია და ის არ არის ნაკარნახევი რაიმე პოლიტიკური კონიუქტურით“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


მისი თქმით, საქართველო საკუთარი მაგალითით თავად ქმნის პოლიტიკურ სივრცეს თავის გარშემო, რაშიც მდგომარეობს ქვეყნის დემოკრატიული მისია. “ამგვარად, ჩვენ ვალდებული ვართ ვილაპარაკოთ იმ სიტუაციაზე, რომელიც არის ბელორუსში“, განაცხადა სააკაშვილმა. 


“ჩვენთვის ძალიან მიშვნელოვანია საქართველოს გარშემო შეიკრას თავისუფალი საზოგადოებების მთელი წყება, რაც თავისთავად მოაახლოვებს ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას“, განაცხადა 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version