ევროპის საბჭო სტიქიით დაზარალებულ საქართველოს დაეხმარება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადამ დანიელმა გამოხატა რა სოლიდარობა საქართველოში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა მიმართ, საქართველოს მთავრობას დაუდასტურა, რომ ევროპის საბჭო მზად არის დახმარება გაუწიოს მას აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში.


“[საქართველოს] რეგიონების განუმეორებელი ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაზიანება და განადგურება, წარმოადგენს უზარმაზარ დანაკარგს ევროპის მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობისათვის“, ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ 10 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.


თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით წყალდიდობებმა და მეწყერმა, რაც აპრილის ბოლოს დაწყებულმა ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა განაპირობა, დააზიანა სახლები, ხიდები და სასოფლო–სამეურნეო მიწები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version