სოხუმი და ცხინვალი მიესალმებიან ბუშის მოწოდებას

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები 11 მაისს მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე.


“აშშ-ის პრეზიდენტმა ნათელი გახადა, რომ საქართველომ მშვიდობიანი დიალოგი უნდა გამართოს მეზობელ ქვეყნებთან. იმედი მაქვს, რომ სამხედრო რიტორიკის მხარდამჭერები გაიგებენ, რომ საქართველოს ინტერესებში შედის უარი თქვას მუქარაზე“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


“ბუშის განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს დაუჭერს მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერ მოგვარებას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის“, განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ სააგენტო “ინტერპრესს“ 11 მაისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version