ლეიბორისტების აქცია ინციდენტით დასრულდა

დღეს რესპუბლიკის მოედანზე  “ლეიბორისტული“ პარტიის საპროტესტო აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტების ბუშისა და სააკაშვილის გამოსვლის პარალელურად გაიმართა,  ფიზიკური შეხლა–შემოხლით დასრულდა.


ინციდენტი, რომლის შემდეგაც აქცია შეწყდა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილი პროვოკაცია იყო.


ლეიბორისტების დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგი იყო: “მივესალმებით ბუშს, ძირს დიქტატორი სააკაშვილი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version