ჩუბინიშვილი რუსეთში საქართველოს ელჩი გახდება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ელჩად რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩუბინიშვილის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ალანა გაგლოევამ 12 აპრილს.


მისი თქმით ჩუბინიშვილის ადგილს სამეგრელოში პრეზიდენტის რწმუნებული გიგი უგულავა დაიკავებს. გაგლოევამ ასევე განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამეგრელოს გუბერნატორის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიღებული ჯერ-ჯერობით არ არის.


რუსეთში საქართველოს ელჩის ადგილი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი თებერვალში ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version