ოფიციალური პირები ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებაზე კომენტარს აკეთებენ

სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის გამოძიების დასრულებამდე, არც ერთი ვერსია არ უნდა გამოირიცხოს.  


28 მარტს ტელეკომპანია “202“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ამ “რთული საქმის“ გამოძიებას დრო სჭირდება, “თუმცა ეს გამოძიება დაუსრულებლად არ უნდა გაგრძელდეს“.


“ჩვენ, ზურაბ ჟვანიას უახლოესი მეგობრები და მისი ოჯახი, ვეხმარებით გამოძიებას, რადგანაც ზურაბის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვფლობთ … მე ვერ ვისაუბრებ მისი გარდაცვალების ერთ კონკრეტულ შესაძლო მიზეზზე , თუმცა გამოძიების პროცესში არც ერთი ვერსია არ უნდა გამოირიცხოს“, განაცხადა მან.


ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა.


რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროსთვის 29 მარტს მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ “გამოძიებას ჯერ-ჯერობით არ გამოუვლენია რაიმე ახალი დეტალი” საქმესთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version