სააკაშვილი: ბუშის თბილისში ვიზიტის გაჟღერება თეთრი სახლის პრეროგატივაა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 24 მარტს აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თბილისში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ამ ინფორმაციის გავრცელება თეთრი სახლის პრეროგატივაა“.


დღეს ქართულმა საინფორმაციო საშულებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტები ბუში და სააკაშვილი თბილისს 10 მაისს ერთად ეწვევიან.


“დაველოდოთ ოფიციალურ შეტყობინებას თეთრი სახლიდან“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version