შინაგან საქმეთა მინისტრი წალკის რაიონს ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის 30-კაციანი შემადგენლობა წალკის რაიონის სოფლებში პატრულირებას განახორციელებს. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც 17 მარტს ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც 20 მარტს წალკის რაიონს ესტუმრა, განაცხადა, რომ მცირე შემადგენლობის პოლიციური დანაყოფი მიზნად ისახავს “ყაჩაღობისა“ და “ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირპისპირების“ აღმოფხვრას.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version