ახალი ამბები

კობა ნარჩემაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი 31 დეკემბერს წინასწარი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 300 000 ლარი გადაიხადა.


კობა ნარჩემაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 2001-2003 წლებში მსახურობდა, ოქტომბერში საბაჟო პროცედურების დარღვევის და ავტომანქანების უკანონოდ განბაჟების ბრალდებით დააპატიმრეს.


დაკავების შემდეგ ნარჩემაშვილმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

Back to top button