
ეუთო საქართველოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება
საერთაშორისო ექსპერტები დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი ღონისძიებების შემუშავებაში, ნათქვამია საქართველოში ეუთოს მისიის მიერ 25 ნოემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზში.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს თბილისში ორდღიანი სემინარი გაიხსნა, ეუთოს მისიის და და ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისის ორგანიზებით ტარდება.
სემინარზე, ეუთოს, მსოფლიო ბანკისა და ინტერპოლის წარმომადგენლები ფულის გათეთრების საკითხებზე თავიანთ გამოცდილებას საქართველოს სამთავრობო და ფინანსური სტრუქტურების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.
“ფულის უკანონო მოძრაობა ტერორიზმის პირდაპირ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, აცხადებს ეუთოს მისიის ხელმძღვანელო როი რივი. “მთელ მსოფლიოში ეს დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმის დაფინანსებისთვის გამოიყენება. ფულის გათეთრების შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე, ბიზნესზე, მთავრობასა და კანონის უზენაესობაზე“.