ახალი ამბები

რუსეთი თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან საზღვარს კვლავ კეტავს

18 ნოემბერს რუსეთმა კვლავ ჩაკეტა საზღვარი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან რეგიონში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო.


საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით, საზღვარი ყოველდღე ჩაიკეტება მოსკოვის დროით 18:00 საათიდან 8:00 საათამდე. საზღვარი ერთხელ უკვე ჩაიკეტა 15-16 ნოემბრის ღამეს.


“იტარ-ტასის“ ცნობით, რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეზღუდვები მანამდე გაგრძელდება, სანამ სიტუაცია აფხაზეთში არ გამოსწორდება.


ნოემბრის დასაწყისში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა თავის მხარდამჭერებს განუცხადა, რომ რუსულმა მხარემ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას უჭერს მხარს, მასზე ზეწოლა მოახდინა, დაიმუქრა რა ეკონომიკური სანქციებით აფხაზეთის წინააღმდეგ, მათ შორის საზღვრის ჩაკეტვითაც.     

Back to top button