ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ხარჯები დაგეგმილ ბიუჯეტს აღემატება

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების “თურანის“ და “ბაქო თუდეის“ ცნობით, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ნატიკ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ხარჯები დაგეგმილ ბიუჯეტს აღემატება.


ნატიკ ალიევის თქმით, პროექტზე უკვე დაიხარჯა 3 მილიარდი აშშ დოლარი. მაშინ, როცა ნავთობსადენის მშენებლობაზე 2,95 მილიარდის დახარჯვა იყო ნავარაუდევი.


მისი თქმით, ხარჯების გადამეტება საქართველოსა და თურქეთის მონაკვეთებზე მშენებლობის შეფერხებამ გამოიწვია. ალიევმა დასძინა, რომ სამუშაოების 98% უკვე დასრულებულია.   



 

Back to top button