ახალი ამბები

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს

უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დააპატიმრეს. მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კობა ნარჩემაშვილი 2000-2003 წლებში ედგა სათავეში შინაგან საქმეთა სამინისტროს.


სამართალდამცავების თქმით, კობა ნარჩემაშვილი დაიკითხა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2000-2003 წლებში მანქანების უკანონოდ შემოყვანის ფაქტებს ეხება. ასევე რევოლუციის დღეებში აზერბაიჯანიდან საქართველოში ცრელმსადენი გაზის შემოტანის მცდელობასთან დაკავშირებით.


კობა ნარჩემაშვილმა თანამდებობა 24 ნოემბერს, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ დატოვა.


ნარჩემაშვილის ადვოკატების განცხადებით, ყოფილი მინისტრის დაკავების მიზეზი არ არსებობს, რადგანაც იგი ყოველთვის თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დაკითხვაზე უარი არასოდეს განუცხადებია.

Back to top button