
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ცხინვალის რეგიონს ეწვევა
თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს ცხინვალის რეგიონში ჩავა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფ ქართველ სამშვიდობოებს შეხვდება.
ბარამიძე ადგილზე გაეცნობა რეგიონში არსებულ ვითარებას. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, უმაღლესს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციას გააცნობს.