ახალი ამბები

ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს ცხინვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავასთან ერთად ჩავა და შერეული საკონტროლო კომისიის მორიგ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.


სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, სხდომაზე განხილული იქნება ბოლო პერიოდში კონფლიქტის ზონაში სროლების განახლების საკითხი, რასაც სისტემატური ხასიათი აქვს ოსური მხარის პოზიციებიდან.


ასევე დაზუსტდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის დრო და ადგილი. 


 

Back to top button