ახალი ამბები

პარლამენტმა შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი მოხსნა

12 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა სამივე მოსმენით კენჭი უყარა საარჩევნო კოდექსში ცვილილებებს, მათ შორის, შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბარიერის მოხსნის შესახებ.


ამ გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც ოთხ საარჩევნო ოლქში 24 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებამდე 12 დღით ადრე იქნა მიღებული, შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის  ასარჩევად საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლთა მინიმალური რაოდენობის მისვლა საკმარისი ხდება. დღემდე მოქმედი ნორმით კი ამომრჩეველთა 1/3-ის მისვლა იყო საჭირო არჩვნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის.      


აღნიშნული გადაწყვეტილება რესპუბლიკელმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს და პარლამენტს კონსტიტუციური ნორმების დარღვევაში დასდეს ბრალი.


“კანონი ერთ დღეში ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას პირდაპირ კრძალავს”, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ.

Back to top button