
ახალი ამბები
პოლიციამ ბორჯომში ნავთობსადენის საწინააღმდეგო აქცია დაარბია
20 აგვისტოს პოლიციამ ბორჯომში ძალის გამოყენებით დაშალა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ხუთი პოლიციელი დაშავდა.
საპროტესტო აქციის მონიაწილეთა განცხადებით ნავთობსადენის მშენებლობა ბორჯომის ეროვნული პარკის სიახლოვეს მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის უნიკალური პარკის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
მსგავსი აქცია ბორჯომში ორი კვირის წინაც მოწყო და 20 აგვისტოს ანალოგიურად დარბევით დასრულდა.