
საქართველო ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მანდატს ითხოვს
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს საპარლამენმტო ასამბლეის სახელზე 19 აგვისტოს გაგზავნილ წერილში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო კონტიგენტით ჩანაცვლების და ეუთო-ს ეგიდით ინტერნაციონალური მისიის შექმნის საკითხს აყენებს.
„ეს არის კონფლიქტის სამართლებრივი და საბოლოო მოგვარების უმნიშველოვანესი წინაპირობა, სხვაგავრად ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რეგიონში პოლიტიკურ კონფრონტაციას“ – ნათქვამია ნინო ბურჯანაძის მიერ გაგზავნილ წერილში.
საქართველოს მთავრობას ასევე საჭიროდ მიაჩნია ეუთო-ს ეგიდით სამშვიდობო ინტერნაციონალური მისიის შექმნა, რომელიც სპეციალური მანდატით გააკონტროლებს კონფლიქტის ზონაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე კომუნიკაციებს, გზებს, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე როკის გვირაბს.
„ჩვენ მზად ვართ მაქსიმაულრად დაუჭიროთ მხარი საერთაშორისო სამშვიდობო ინიციატივებს, რადგან დემოკრატიული და სამართლებრივი საქართველოს აშეენება, რომელიც ევროპული უსაფრთხოებისა და თანამეგობრობის ღირსეული წევრი იქნება, ჩვენი მთავარი ამოცანა“ – ნაქვამია წერილში.