პრეზიდენტის წარმომადგენლებმა აჭარა დატოვეს

პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე 25 მარტს აჭარა დატოვეს. მათ არ მიეცათ საშუალება თავიანთი მოვალეობები შეესრულებინათ აჭარაში.


პრეზიდენტ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის 18 მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტი თავის წარმომადგენლებს დანიშნავდა ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე, რომლებიც იქ სიტუაციას გააკონტროლებდნენ.


თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობები, რადგანაც აჭარის ხელმძღვანელობამ მათი დანიშვნის იურიდიული საფუძვლის შექმნა   მოითხოვა.


„მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტის შესახებ. ჩვენ ამის თაობაზე პრეზიდენტს ვაცნობებთ“, – განუცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბათუმის პორტში ვასილ სანოძემ ჟურნალისტებს 25 მარტს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version