რუსეთი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 მარტს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი ინარჩუნებს თავის პოზიციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.


„მე საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ვანო მერაბიშვილის მოსკოვში ვიზიტის დროს განვიხილავ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ საქართველოს ცენტრალურმა და აჭარის რეგიონალურმა ხელისუფლებამ არსებული პრობლემები კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით უნდა მოაგვარონ.


ვანო მერაბიშვილი, რომელიც მოსკოვში დღეს მიემგზავრება, თავის რუს კოლეგასთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version