
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებზე დაფიქირებული დარღვევების გამოძიებას ითხოვს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში წარმოადგინა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით უკეთესად ჩატარდა, ვიდრე 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები. იურისტთა ასოციაცია 4 იანვრის არჩევნებში განსაკუთრებულად მიიჩნევს მოსახლეობის აქტივობას და დარღვევების სიმცირეს.
ასოციაციის წევრები, რომლებიც არჩევნების დროს დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებში, დაფიქირებული დარღვევების შესახებ გამოძიების გაგრძელებას შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვენ.
“დარღვევების გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა უნდა გახდეს მომავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარების საბაბი” – აცხადებდნენ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იურისტთა ასოციაციის წევრები.