
ახალი ამბები
ქართველი ბანკირი გაათავისუფლეს
ქართველმა სამართალდამცავებმა დღეს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ მაღლაკელიძე გაათავისუფლეს.
თამაზ მაღლაკელიძე თბილისში 5 დეკემბერს გაიტაცეს. გასულ ღამეს სამართალდამცავებმა სამი პიროვნება დააკავეს, რომელთაც მაღლაკელიძის გატაცებაში ედებათ ბრალი.
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლები დანარჩენ დამნაშავეთა ძებნის ოპერაციის აგრძელებენ.