
ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტად არ ცნობს
“ლეიბორისტული (შრომის) პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების და გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოდის.
“მიხეილ სააკაშვილს მე ჩემს პრეზიდენტად არ ვცნობ. არჩევნების ჩატარება ქვეყანაში ანტი-ეროვნული და ანტი-კონსტიტუციური იყო”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა.
ლეიბორისტულმა პარტიამ პროტესტის ნიშნად 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.