ახალი ამბები

დსთ-ის დამკვირვებლები არჩევნებს დადებით შეფასებას აძლევენ

დსთ-ის აღმასრულებელმა მდივანმა იური იაროვმა, რომელიც დსთ-ის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიას ხელმძღვანელობდა, დღეს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მისცა.  


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული უზუსტობები, ისინი მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენენ არჩევნების საბოლოო შედეგებზე“, – განაცხადა იაროვმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.


დსთ-ის აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, დსთ-ს დამკვირვებელთა მისიის საბოლოო მოხსენება არჩევნების მონიტორინგის შესახებ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

Back to top button